თურქეთის ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. შემთხვევას 22 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულებს შორის შვიდი ბავშვია. პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, ორი ადამიანი სანაპირო დაცვის სამსახურმა გადაარჩინა, ორმა კი ნაპირზე გამოსვლა თავად შეძლო. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და 18 ხომალდია ჩართული. ნავზე მყოფი მიგრანტების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.