შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პარლამენტში მოუსმინეს. სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომისიის დახურულ სხდომაზე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე, ასევე ინიციატივის ფარგლებში მოქმედი მშვიდობის ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ახვლედიანმა კომისიისა და კომიტეტის წევრების, ასევე მოწვეული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.