საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ნორვეგიისა და ნიდერლანდების ელჩებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ მელინე არაკელიანთან და ბერგლიოტ ჰოვლანდთან ერთად ქვეყნებს შორის სამომავლო პარტნიორობის საკითხი განიხილა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩსაც შეხვდა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ხაზი გაესვა ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და ინვესტიციების მიმართულებებზე.