ბათუმში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან ლევან ანთაძესთან ერთად, საწვავის ფასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ვასო ურუშაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ლარ ნახევრით მეტის გადახდა უწევთ ნავთობპროდუქტში, რაც ივანიშვილის ხელისუფლების კარტელური გარიგებების, მონოპოლიის და კორუფციული ინტერესების შედეგია.