პარლამენტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. დაინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ძაღლების გამრავლება მკაცრად გაკონტროლდება. მაია ბითაძის განცხადებით, ძაღლების გამრავლების უფლება ყველას აღარ ექნება. კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში მთავრობას ვალდებულება ექნება ძაღლების იმპორტი და მოშენება აკრძალოს. ცვლილებების მიღების შემთხვევაში შინაური ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია და რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.