ქართულ მმართლმსაჯულების სისტემაში ე.წ ვეტინგის სისტემაზე - ქართველ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე შეთანხმება სულ უფრო მეტად კრიტიკულ ფაზაში შედის. საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები ჟღერდება თავად სასამართლო ხელისუფლებაში. მოსამართლეთა ნაწილის განცხადებით, იმ ფონზე, რომ საქართველო ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან ეტაპზეა საჭიროების შემთხვევაში მზად არიან კეთილსინდისიერებისა თუ პროფესიონალური ტესტი ჩააბარონ. თუმცა ვეტინგის სისტემა კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლებისთვის. უცხოელი ექსპერტების პროცესებში ჩართვა მმართველი პარტიისთვის სუვერენიტეტის შელახვაზე მიუთითებს.