რუსული ძალების თვდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გასულ 24 საათში, ოკუპანტებმა ქვეყანაზე იერიშებისას 27 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. მედიის ცნობით, კიევსა და სხვა რეგიონებში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსეთის მიერ ვინიცის ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი, სულ მცირე, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მისივე თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ომის 751-ე დღეს, ოკუპანტებმა უკრაინაზე 16 სარაკეტო და 130 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი ქვეყანას თავს 65-ჯერ დაესხნენ. ფრონტის ხაზზე ჯამში 76 საბრძოლო შეტაკება მოხდა.