ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრა და საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკას და რეინჯერთა საქმიანობას გაეცნო. ელჩს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა უმასპინძლა. საუბარი შეეხო გარემოს დაცვის და დაცული ტერიტორიების მიმართულებით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობის საკითხებს.