დღეს, პარლამენტში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს მოუსმენენ.
ახვლედიანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის დროებითი კომისიის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზეა მიწვეული, სადაც მოსმენა ააიპ “მშვიდობის ფონდისა“ და სპეციალური ნებართვის მქონე საწარმოების საქმიანობის შესახებ გაიმართება.
პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ასევე მოწვეულია “მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე მენაბდე.
სხდომა დღეს, 15:00 საათზე დაიწყება.