ცხრაპუნქტიანი ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში მარლთმსაჯულების სისტემის რეფორმირების ფარგლებში ვეტინნგის მოდელის დანერგვას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ. მიაჩნიათ, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვა საქართველოს მარლთმსაჯულებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მათივე შეფასებით აღნიშნული მოდელი ქვეყანაში მოსამართლეთა მიკერძოებულობის მიმართ ზედმეტ კითხვებს გააქრობს. ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.