უახლოეს მომავალში საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა იგეგმება. ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და TAV Airports Holding-ის დელეგაციის შეხვედრიდან გახდა ცნობილი. ამავე შეხვედრაზე მხარეებმა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ტურიზმის მზარდ მაჩვენებლებს და მიმდინარე წლისთვის ამ კუთხით არსებულ მოლოდინებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აეროპორტების ინფრასტრუქტურა მზად იყოს გაზრდილი მგზავრთნაკადის კომფორტული მომსახურებისთვის. კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა პრემიერს ინფორმაცია ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზეც მიაწოდეს. აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოფრენის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები იგეგმება, რაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რიგების შემცირებას შეუწყობს ხელს.