საწვავის გაძვირების გამო, ოპოზიცია პრემიერისგან განმარტებებს ითხოვს. საგანგებო ბრიფინგი თემაზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გამართა და თქვა, რომ საქართველოს უამრავ მოქალაქეს აინტერესებს, რატომ არის ძვირი ქვეყანაში საწვავი. ვაშაძე ამბობს, რომ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ყველა მთავარ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს თავს არიდებენ.