საქართველოს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული საარჩევნო კოდექსი პოლიტიკურ ძალებს შორის ისევ აზრთა სხვადასხვაობის საგანია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დარღვევას ნიშნავს. ოპოზიციის პასუხად მმართველი პარტიის წევრები ამბობენ რომ ვენეციის კომისიის მიერ გაცემული შენიშვნების არ გაზიარებას ობიექტური და მყარი საფუძვლები გააჩნია. პოლიტიკური მსჯელობის ფონზე კი საქართველოს პარლამენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსზე დადებული ვეტოს დასაძლევად ემზადება. ამ საკითხზე მსჯელობა დიდი ალბათობით, შემდეგ კვირას გაიმართება.