ჩინეთის კომერციის სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ-მა საბაზრო ეკონომიკისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს პატივი უნდა სცეს და უცხოური კომპანიების უსამართლო ჩაგვრა უნდა შეწყვიტოს. ამ განცხადებით ჩინური მხარე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ TikTok-ის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის შესაძლო მიღებას გამოეხმაურა. TikTok-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შოუ ზი ჩიუმ აპლიკაციის ამერიკელ მომხმარებლებს მოუწოდა, რომ თავისი კონსტიტუციური უფლებები დაიცვან. 13-ტ მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც სოციალურ ქსელ TikTok-ს 5 თვეს აძლევს, რათა მფლობელ ჩინურ კომპანიასთან, ByteDance-თან კავშირი გაწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ში ეს აპლიკაცია აიკრძალება.