რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ხმის მიცემა ქვეყანაში 15, 16 და 17 მარტს გაგრძელდება. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დარეგისტრირებული ოთხი კანდიდატი -ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი და ვლადისლავ დავანკოვი მონაწილეობენ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ვლადიმერ პუტინმა ამომრჩევლებს მეტი აქტიურობისკენ მოუწდოდა - პუტინმა არჩევნებში მონაწილეობას „პატრიოტიზმის გამოვლინება“ უწოდა.