უკრაინის უმაღლეს რადაში ახალი კანონპროექტი შევიდა, რომელიც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მსჯავრდებულთა აყვანას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, მსჯავრდებულებს ვადამდელი გათავისუფლება იმ შემთხვევაში შეეხებათ, თუ ისინი უკრაინის ჯარში სამსახურს დათანხმდებიან. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მსჯავრდებულთა აყვანის შედეგად უკრაინას იმის შესაძლებლობა ექნება, რომ ჯარისკაცების რაოდენობა სულ მიცრე 50 000-ით გაზარდოს.