პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებულ 3-მ პირს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021-დან 2022 წლამდე შპს „ქართრეიდის“ დილერმა და დირექტორებმა აშშ-ში ავტომობილის შეძენის მსურველი 7-ი პირისგან 209 ათას ამერიკულ დოლარზე მეტი თანხა მიიღეს და აქედან ავტომობილების შესაძენად მხოლოდ თანხის ნაწილი გადარიცხეს, ხოლო დარჩენილი თანხა მიისაკუთრეს. სწორედ ამიტომ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ.