„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მცირე მეწარმეებს შეხვდა და დისტრიბუტორებისთვის, გაძვირებული საწვავის ფასზე ესაუბრა. მისი განცხადებით, საწვავის გაძვირება მოქალაქეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მცირე მეწარმეებისთვის წარმოადგენს უდიდეს პრობლემას და მოქმედი ხელისუფლება ვალდებულია გასცეს პასუხი თუ რატომ გაძვირდა საწვავი.