საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. მხარეებმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს, ასევე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს. ირაკლი კობახიძემ დიპლომატს საქართველოს მთავრობის მზადყოფნა დაუდასტურა, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა ინვესტიციების, ექსპორტის ზრდის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ერთობლივი პროგრამების განხორციელების კუთხით. ასევე იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ხაზგასმით აღინიშნა.