“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადებით, ბოლო პერიოდში უმაღლესი თანამდებობის პირთა რიტორიკა იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ევროკომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებას არ გეგმავს. ორგანიზაციაში განსაკუთრებულ აქცენტს მართლმსაჯულების რეფორმის საჭიროებაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით პრობლემის მოგვარება ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. რას აცხადებს ამასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი.