პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს ინფორმაციით, ღაზაში, ომის დაწყებიდან 4 თვის განმავლობაში იმაზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ვიდრე ბოლო 4 წელში მთელ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში. ორგანიზაციის გენერალურმა კომისარმა, ფილიპ ლაზარინიმ ამ მონაცემებს "გამაოგნებელი" უწოდა. პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ 2019-დან 2022 წლამდე, გლობალურად, 12 193 ბავშვი დაიღუპა, ხოლო ღაზას სექტორში მიმდინარე ომს მხოლოდ 2023 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით - 12 300 ბავშვი ემსხვერპლა.