რუსეთში, მაგადანის ოლქში „მი-8“ ტიპის შვეულმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 20 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი და კიდევ ორი პირი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის მიზეზი ძრავის გაუმართავობა გახდა. რუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, შვეულმფრენს ოქროს მაღაროს მუშები გადაჰყავდა.