თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. თვითმხილები ამბობენ, რომ აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის აღარ ფუნქციონირებდა და იქ რემონტი მიმდინარეობდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა.