პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა „ნაცებს“ - ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ, საარჩევნო კოდექსზე დადებული ვეტო შეაფასა. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი ვეტოს საფუძველი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ შეესაბამება. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მხოლოდ ერთ პუნქტს ჩაეჭიდა, რომლის აღსრულებაც მმათველი პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ამ განცხადებას დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ. რას აცხადებენ ისინი.