საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთა ლიგის პლეიო-ოფის მატჩების წინ საქართველოს ნაკრების 26 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს უბრუნდება ჯაბა კანკავა, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისურით 100 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 10 გოლი გაიტანა. მან 2022 წელს სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და ეროვნულ გუნდსაც დაემშვიდობა, თუმცა ამ პრინციპული თამაშების წინ საქართველოს ნაკრებში დაბრუნება, ვილი სანიოლის თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა. ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა ირაკლი აზაროვი და საბა ლობჟანიძე, რომელიც ვილი სანიოლის გუნდის მუდმივი წევრები იყვნენ. ასევე განაცხადში არ არის გიორგი არაბიძე, რომლესაც ქართველი გულშემატკივარი ეროვნულ ნაკრებში დიდი ხანია ელოდება.