იმ პირებმა, რომლებმაც 7 მარტს ჩრდილოეთ ნიგერიის სკოლიდან 286 მოსწავლე და თანამშრომელი გაიტაცეს, მათი გათავისუფლებისთვის 1 მილიარდი ნაირა მოითხოვეს, რაც 620 000 დოლარს აღემატება. მძევალთა ოჯახების წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამტაცებლებმა მათ 20-დღიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სტუდენტებისა და სკოლის პერსონალის მოკვლით იმუქრებიან. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გამტაცებლებმა ფარული ნომრიდან დარეკეს, თუმცა ისინი ახლა მათი ვინაობის დადგენას ცდილობენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გამოსასყიდის მოთხოვნა ერთ მძევალზე 2000 დოლარზე მეტია, რაც ნიგერიაში ერთ სულზე წლიურ შემოსავალს აჭარბებს.