აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა იემენში, „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოთხი დრონი და ერთი „მიწა-ჰაერი“ კლასის რაკეტა გაანადგურეს. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც „ჰუსიტებმა“ ადენის ყურეში ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და არცერთი ხომალდი დაზიანებულა.