ისრაელის თავდაცვის ძალები რაფაჰში მყოფი თითქმის მილიონ ნახევარი პალესტინელის გადაყვანას „ჰუმანიტარულ კუნძულებზე“ გეგმავს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზია სამხრეთ ღაზაში სამხედრო ოპერაციის დაწყება. მანვე აღნიშნა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს საერთაშორისო აქტორებთან შეთანხმებით გადაიყვანენ. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნა, გადაყვანილ ხალხს საკვებს, წყალს და ყველა საჭირო ნივთს მიაწვდიან. მას იმის ზუსტი დრო არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დაიწყება პალესტინელთა გადაყვანა.