თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. თვითმხილთა ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის აღარ ფუნქციონირებდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ადგილობრივებმა ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს - როგორც ისინი ამბობენ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც და კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი გამოიყვანეს. მომხდარის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. მომხდარის გამომწვები მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.