ფოთში ჩატარდა აქცია, რომელზეც სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლებმა მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვეს. ადგილობრივებთა განცხადებით, ტერმინალი, რომელიც დასახლებასთან ახლოს შენდება, ხმაურს იწვევს. მათივე თქმით, ტერმინალზე სახიფათო ნარჩენების გადამუშავება განხორციელდება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. მოსახლეობა ამბობს, რომ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, შესაბამის უწყებებს მიმართეს, თუმცა ამას შედეგი არ მოუტანია. როგორც მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და ისინი მზად არიან ადგილობრივებს ნებისმიერ დროს შეხვდნენ.