რუსეთი ავსტრიიდან ორი დიპლომატის გაძევებას უპასუხებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„რუსეთი ვენის უსაფუძვლო გადაწყვეტილებას შესაბამის პასუხს გასცემს“, - აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის საელჩოში განმარტავენ, რომ ავსტრიას არ წარმოუდგენია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევის მტკიცებულება, ამიტომ მოსკოვი ამ გადაწყვეტილებას წმინდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და კატეგორიულად არ ეთანხმება.
შეგახსენებთ, ავსტრიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ავსტრიის საგარეო უწყების განმარტებით, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 სტატიის შესაბამისად აღნიშნული თანამშრომლები “არასასურველ პირებად” გამოცხადდნენ. მათ ქვეყანა 19 მარტამდე უნდა დატოვონ.