განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს. კერძოდ განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით მთავრობის სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განიხილეს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამების შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა.