ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. როგორც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზს ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა. მათივე ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. რა გამოხმაურება მოყვა საკითხს.