სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა დახურულ კარს მიღმა ევრო რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი მართლმსაჯულების სისტემა და ამ მიმართულებით რეფორმების გატარება იყო. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი თანხმდება, რომ ე.წ ვეტინგის სისტემის დანერგვა პროცესს გაამარტივებს და სასამართლო ინსტიტუციების გადაწყვეტილებებში ხელისუფლების ჩარევის მცდელობას აღმოფხვრის. ოპოზიციის განცხადებას პრემიერ-მინისტრი პასუხობს. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ვეთინგი კატეგორიულად მიუღებელია რადგან ის არამხოლიდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ზოგად კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება.