უკრაინის რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე არახამია „ქართულ ოცნებას“ პრორუსულს უწოდებს და საქართველოს მმართველ პარტიას სამ მოთხოვნას უყენებს - ამით ის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით ქართული მხარის მოთხოვნას გამოეხმაურა. არახამია საქართველოს ყოფილი პრეზოდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც ითხოვს. აღნიშნულის საპასუხოდ მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრიანა დღეს მძიმე მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე „ქართული ოცნება“ არახამიასთან და სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს. ოპოზიციაში კი მმართველ გუნდს ანტიდასავლური განცხადებების გაჟღერებაში ადანაშაულებენ.