„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. „ჰეზბოლას“ ცნობით, რაკეტების სამიზნეს გოლანის მაღლობებზე მდებარე ისრაელის თავდაცვის ძალების ორი სამხედრო ბაზა წარმოადგენდა.
„ჰეზბოლას“ განცხადებით, სარაკეტო შეტევით ისრაელის მიერ ლიბანის ქალაქ ბაალბეკზე განხორციელებულ დარტყმებს უპასუხეს.
ბაალბეკის გუბერნატორის ბაშირ ხადერის ცნობით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.