ივანოვოს ოლქში „ილ-76“ აფრენისას ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„2024 წლის 12 მარტს, მოსკოვის დროით დაახლოებით, 13:00 საათზე, „ილ-76“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ივანოვოს ოლქში გეგმური ფრენის განხორციელების დროს აფრენისას ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი და 7 მგზავრი იმყოფებოდა“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ერთ-ერთ ძრავში ხანძრის გაჩენა გახდა.