ჯანდაცვის ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თავის უწყებას უკვე ოფიციალურად წარუძღვება. დღეს ის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია, ასევე დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრისა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრსა და ონკოპაციენტებს შორის შეხვედრა უკვე დასრულდა. მიხეილ სარჯველაძემ იმის მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამ საკითხს დღის წესრიგში დააყენებს და პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ ვარიანტს აღნიშნულ პირებს 10 დღის განმავლობაში გააცნობს.