მიმდინარე წლის თებერვალში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თებერვალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 118 507 მგზავრს მოემსახურა, მაშინ როცა გასული წლის თებერვალი ეს მაჩვენებელი 75 760 იყო. მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობაც გაიზარდა. თებერვალში, გასული წლის პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტი ავიარეის შესრულდა. 2024 წლის ორი თვის ჯამური მაჩვენებლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთკანადი 68 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 52 %-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.