იანვარ-თებერვალში საქართველომ ტურიზმიდან 574 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია ნათქვამი. ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 14.4%-ით გაიზარდა და 275 მლნ დოლარი შეადგინა. მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით კი, ეს მაჩვენებელი წლიურად 34.6%-ით არის გაზრდილი. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 574 მლნ დოლარს გაუტოლდა, რაც დაახლოებით 11%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს და შესაბამისად წინა წელთან შედარებით 10%-ით გაიზრდება.