ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის საჰაერო გზით მიწოდება გრძელდება. დახმარების მორიგი პარტია ეგვიპტემ სპეციალური თვითმფრინავებიდან პარაშუტების საშუალებით ჩაუშვა. ოფიციალურმა კაირომ განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ „რამადანის დღესასწაულის დაწყებასთან დაკავშირებით, ეგვიპტე ღაზას სექტორში ტონობით დახმარების გაგზავნას აგრძელებს. ეგვიპტე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომელიც ღაზას სექტორში დახმარებას საჰაერო გზით აგზავნის. გაერო-ს მონაცემებით, გაუარესებული ჰუმანიტარული ვითარეიბს ფონზე, ღაზას სექტორის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი შიმშილის ზღვარზე იმყოფება.