ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანში, ბექაას ხეობაში „ჰეზბოლას“ ორ ობიექტს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ დარტყმები გოლანის სიმაღლეებზე ბოლო დღეებში განხორციელებული ავიაიერიშების საპასუხოდ განხორციელდა. მათი თქმით, ისრაელის ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ ლიბანიდან „ზებოლას“ თავდასხმები აღკვეთოს. ბექაას ხეობა, რომელიც „ჰეზბოლას“ დასაყრდენად ითვლება, ისრაელისა და ლიბანის საზღვრიდან დაახლოებით 100-ი კილომეტრითაა დაშორებული.