უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტზე მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ბოლო სამი თვის განმავლობაში იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა Le Monde-სთან ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, უკრაინული ძალები მტრის საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ კარგად მუშაობენ, თუმცა საბძოლო მასალის დანაკლისი მაინც აქვთ.