რუსეთი, ჩინეთი და ირანი ომანის ყურეში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სწავლების პრაქტიკული ნაწილი ომანის ყურის წყლებში ჩატარდება. ერთობლივ წვრთნებში, სახელწოდებით „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“, სამხედრო ხომალდები და ავიაცია ჩაერთვება და მის მიზანს საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. პაკისტანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ომანის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები წვრთნებში მონაწილეობას დამკვირვებლების სტატუსით მიიღებენ.