რომის პაპის განცხადების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვატიკანის წარმომადგენელი ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტის დროს ელჩს შეატყობინეს, რომ უკრაინაში იმედგაცრუებულები არიან პაპის სიტყვებით, განსაკუთრებით კი „თეთრი დროშის“ აღმართვასთან დაკავშირებით. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევი რომის პაპისგან ისეთ განცხადებებს ელოდება, რომელიც მსოფლიოს საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რათა ადამიანები ბოროტებას დაუპირისპირდეს. უწყების ცნობით, უკრაინაში ვატიკანის ელჩს „მშვიდობის ფორმულა“ კიდევ ერთხელ შეახსენეს.