საქართველოს პროკურატურამ გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით მიმართა. პროკურატურის ცნობით, უწყება მისი უფლებამოსილების ფარგლებში,საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, ყველა კანონით ღონისძიებას მიმართავს. უკრაინის ხელისუფლებას ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის გადაცემა უკვე მოსთხოვა საქართველოს მთავრობამაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნიშნული, ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის იმის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია. საქართველოში რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული, ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას დაესწრო.
სწორედ ამ საკითხთან დაკაშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან შეხვედრაც გაიმართა. ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.