ცვლილებებია ოპოზიციაშიც - „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, გაერთიანბული ძალებით ბრძოლა დაანონსეს. ოპოზიციის ნაწილი ახალ პოლიტიკურ ძალას სკეპტიკურად უყურებს. ისინი ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებით დაკომპლექტებული პარტია კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს გაატარებს, რადგან მათ საკუთარი ხედვა არ გააჩნიათ. ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მიხეილ სააკაშვილის გუნდს კოალიციის შექმნა დასჭირდება, ამისთვის კი ის სწორედ პარტია „ახალს“ გამოიყენებს. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, მმარველი პარტიაში ამბობენ, რომ მელია-გვარამიას პოლიტიკურ ერთობას პერსპექტივა არ გააჩნია.