ლოს ანჯელესში ოსკარის რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამერიკის კინოაკადემიამ უმაღლესი ჯილდოები საუკეთესო ფილმის, საუკეთესო მსახიობის, რეჟისორის, სიმღერისა და სხვა მნიშვნელოვან ნომინაციებში გასცა. კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერმა 7 ოსკარი მოიპოვა. ისტორიაში პირველად ოსკარი უკრაინულმა ფილმმაც მიიღო. უკრაინელი მსტისლავ ჩერნოვის „20 დღე მარიუპოლში“ კინო აკადემიამ საუკეთესო სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად აღიარა.