ლატვიის პოლიცია რუსეთის მოქალაქეებს შეამოწმებს. გადაწყვეტილება იმ პირებს ეხებათ, რომლებიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დედაქალაქ რიგაში, რუსეთის საელჩოში მივლენ. ლატვიის სახელმწიფო პოლიციის უფროსის, არმანდს რუსკის თქმით, რუსეთის საელჩოში მისულ ადამიანებს სახელმწიფო პოლიციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლები შეამოწმებენ, რათა დაადგინონ, აქვთ თუ არა ამ ადამიანებს ქვეყანაში ყოფნისათვის საჭირო ლეგალური საფუძველი. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ლატვიაში უკანონოდ მყოფი პირის გაძევების პროცედურა დაიწყება. ქვეყნის სახელმწიფო პოლიციის უფროსის თქმით, ანალოგიურ შემოწმებებს რუსეთში არჩევნებში მონაწილეობისას ლატვიის მოქალაქეებიც გადიან.