უზენაესი სასამართლო ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნათელია, რომ ე.წ. ,,ვეტინგი“ საერთაშორისო სტანდარტს არ მიეკუთვნება, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას. სასამართლოს განმარტებით, არსებულ მოცემულობაში, ე.წ. ,,ვეტინგის’’ მოთხოვნა არის დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვა მართლმსაჯულების სისტემაზე.